სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

25 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაბიენ ვასერმანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს მანდატი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.