გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 10:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქ დუშეთში ქეთევან წამებულის, მაჭავარიანის, რჩეულიშვილის, ვარსიმაშვილის, იოსელიანის, სტალინის, 300 არაგველის, იოანე და ექვთიმე ათონელები და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, მილახვრიანი, ბერთამთა, სულიკიაანი, პირმისაანი, გრიგოლაანთკარი, მჭადიჯვარი, საშაბურო, კარიაულები, ჯავახიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კორშა, გუდრუხი, შუაფხო, როშკა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-იდან 18:00 საათამდე - სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, დუდაურები, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში.

10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს გიორგიწმინდის დასახლებაში. 12:30-იდან 18:30 საათამდე - აბონენტებს „გრუზულას ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:00-იდან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ გლდანში კულა გლდანელის, გრიგოლ ორბელიანის, ფიროსმანის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.