ლაშა ფარულავა - ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ივანიშვილს ეფარება

ლაშა ფარულავა - ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ივანიშვილს ეფარება

სურათი ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა წერს.

ფარულავას აზრით, კობახიძე “პილატესავით იბანს ხელებს, მე რა შუაში ვარ, პირველი პირი ბიძინაა და გადაწყვეტილებებს ის იღებსო“.

“გუშინ ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ მეორე პირია, პირველი კი ბიძინა ივანიშვილია.

ეს უკვე კონსტიტუციური გადატრიალების აღიარებაა!

მაგრამ მთავარი მეორე დღეს გამოჩნდა: სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბერა ივანიშვილის კრიმინალი მეგობრები, რომლებმაც გლდანის ციხეში, პენიტენციური სისტემის ხელშეწყობით, ფეიქრიშვილი აწამეს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებიც ბერას სამეგობრო წრეში იყვნენ, ვიდრე თაღლითური "ქოლცენტრების" გარშემო ქარიშხალი დატრიალდებოდა.

ახლა სურათი გაცილებით ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს.

ამის მაგალითი იუსტიციის მინისტრია, რომლის თვალწინაც ციხეში ადამიანი აწამეს და რომელმაც ამ სისტემურ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო.

კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, ამ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება.

პილატესავით იბანს ხელებს, მე რა შუაში ვარ, პირველი პირი ბიძინაა და გადაწყვეტილებებს ის იღებსო.

ასეთია დღევანდელი საქართველო, მინისტრები ფორმალურად მართავენ ქვეყანას, რეალურად კი ძალაუფლება არაფორმალურ მმართველსა და მის გარემოცვაშია თავმოყრილი.

ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალური გავლენების მძევლები არიან. ამ სისტემის დემონტაჟი ჩვენი საერთო ამოცანაა.

28 ნოემბერს უნდა დავდგეთ ერთად, რადგან ამ ბრძოლაში თითოეულის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გელოდებით ყველას, 19:00 საათზე, ავლაბრის მეტროსთან!

ძალა ერთობაშია!“, - წერს ლაშა ფარულავა.