ქუთაისში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. არსებული ­ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულია ორი მძღოლი და ერთი მგზავრი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.