ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც საპატიმრო 23 ნოემბერს დატოვა, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა და ყოველდღიურ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება 23 ნოემბერს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.
პენიტენციური დაწესებულება დატოვეს პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ და ანრი კვარაცხელიამაც.
გუშინ, 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გიორგი მინდაძეც შეუერთდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დამნაშავედ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ცნო, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა მას 4 დეკემბერს უმთავრდებოდა.
ფოტო: გიორგი მოსიაშვილი

























