აშშ-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ დღემდე უცნობია ვინ შეზღუდა უკრაინაში Starshield-ის მუშაობა

აშშ-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ დღემდე უცნობია ვინ შეზღუდა უკრაინაში Starshield-ის მუშაობა

დღემდე უცნობია ვინ შეზღუდა უკრაინაში Starshield-ის მუშაობა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი, დენის სიენიკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვითარება რაც უფრო დიდხანს რჩება მოუგვარებელი, მით უფრო მეტია რისკი იმისა, რომ ის ეტაპობრივად გაქრება მათ თვალთახედვიდან, ვისი პასუხისმგებლობაცაა მისი დარეგულირება.

“შეზღუდვებმა, რომლებიც უკრაინაში Starshield სისტემას დაუწესდა, მანკიერი წრე შექმნა: არცერთ დაინტერესებულ საკვანძო მხარეს არ შეუძლია იმის გარკვევა თუ ვინ მიიღო ამ შეზღუდვების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება…

გულწრფელები და პირდაპირები რომ ვიყოთ: უკრაინელები სიცოცხლისადმი საფრთხის შემცველი საკმარისი გამოწვევის წინაშე დგანან რუსეთის მიმდინარე აგრესიის შედეგად. არ გვაქვს იმის უფლება, რომ Starshield-ის მსგავსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისის შეფერხება, უბრალოდ, როგორც მორიგი შეფერხება მივიღოთ და ამით ყველაფერი ამოვწუროთ. ეს საკითხი დღის წესრიგში მანამ უნდა დარჩეს, ვიდრე სრულად არ მოგვარდება”, - წერს სიენიკი.