რუსულმა ძალებმა კიევსა და ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევსა და ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინას „შაჰედის“ ტიპის დრონი მოხვდა.

ამასთან, რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.