კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს, - ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია და „პირდაპირი ხაზი“ 10 დეკემბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათი) დაიწყება.

ღონისძიების ფარგლებში ვლადიმერ პუტინი მედიისა და რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.

გაერთიანებულ ფორმატში ღონისძიება სახელწოდებით, „წლის შეჯამება ვლადიმერ პუტინთან ერთად“ უკვე რამდენიმე წელია ტარდება.