ჯარედ კუშნერი - ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა პოდკასტ MD Meets-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ის, რასაც აკეთებს, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის ნამდვილად პოლიტიკის გროსმაისტერია. ის ისტორიული ფიგურაა. ყოველთვის ძალიან კარგად არის მომზადებული და ღრმად აზროვნებს. საუბრის დროს ბევრ ჩანაწერს აკეთებს და აზრს კონკრეტულად გადმოსცემს. ნათელია, რომ მას ეს საკითხები ღრმად ესმის და მათ შესახებ მტკიცე ხედვები აქვს“, - განაცხადა კუშნერმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მხოლოდ მშვიდობა კი არა, ამერიკასთან ურთიერთობების შეცვლა სურს“.
ასევე, კუშნერმა აღნიშნა, რომ პუტინი „თავშეკავებას“ იჩენს.
„ის დათანხმდა, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მან დაგვარწმუნა, რომ ეს მის განზრახვას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

























