აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 621.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობასა და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს.

შეთანხმებას მრავალეროვნული პროგრამა JUMPSTART-ის ფარგლებში ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეთანხმების განხორციელება აშშ-ის მთავრობის დამატებითი წარმომადგენლების ან კონტრაქტორების უკრაინაში გაგზავნას არ მოითხოვს.