ირაკლი კობახიძე - რასაც ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პირდაპირ ხელის გულზე დაიდო, ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში

ირაკლი კობახიძე - რასაც ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პირდაპირ ხელის გულზე დაიდო, ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში

პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე, რასაც ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ ხელის გულზე დაიდო, ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც „USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული“.

მისივე თქმით, თავდასხმის ერთ-ერთ სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაციაც.

„რაც გამოქვეყნდა, არის კრიმინალის ილუსტრაცია. აღნიშნულზე ხშირად გვისაუბრია. ეს საქმიანობა იყო კრიმინალური. თავდასხმის ერთ-ერთ სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია. გახსოვთ, კამპანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, როდესაც გვეუბნებოდნენ რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლება წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება, პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ კანონი, ის პირდაპირ ხელის გულზე დაიდო, ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა "ნედი" და სხვა ორგანიზაციები",- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხთან ერთად მარტო იბრძოდნენ.

„ჩვენ მაშინ, მარტო ვიბრძოდით ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, ეს იყო "დიფ სთეითი" გლობალური ომის პარტია, რომელიც სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით მოქმედებდა. ისინი პირდაპირ, ღიად უხეშად უპირისპირდებოდნენ ეროვნულ ინტერესებს",- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული. ინფორმაციის „იმედი“ ავრცელებს. პოსტის თანახმად, 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.