ირაკლი კობახიძე - ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგაციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვაზე - ქალის ექსპლუატაციას და თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს გამართლება

ქალის ექსპლუატაციას და თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს გამართლება. ყველა საკითხში არის პლუსები და მინუსები, მაგრამ ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს საპირწონე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სუროგაციის აკრძალვის მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა.
„მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგაციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვაზე. ქალის ექსპლუატაციას და თან ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს გამართლება. ყველა საკითხში არის პლუსები და მინუსები, მაგრამ ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს საპირწონე და არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს",-აღნიშნა პრემიერმა.

























