ჯორჯია მელონი - ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს

ჯორჯია მელონი - ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს

ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები 2028–2034 წლების დაახლოებით 1.6 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებისგან შორს არიან.

„არ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ისეთ ბიუჯეტს, რომლის ფარგლებშიც იმაზე მეტის გაღება მოგვიწევს, ვიდრე მიღება“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები შვიდწლიანი ბიუჯეტისა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ.