მიხეილ სააკაშვილი - ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე

ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა „ყველაფერი მოსპო და უნდა შევაჩეროთ“.
„ივანიშვილის საგარეო მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ ამერიკასთან არანაირი გაუმჯობესება არ იქნება იმიტომ, რომ თურმე, ისინი ითხოვენ იმას „რაც საქართველოს შესაძლებლობებს აღემატება“.
რას ითხოვს ამერიკა და რა „აღემატება საქართველოს შესაძლებლობებს“?
ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს სამ რამეს - ყველა პოლიტიკური ტყვის გაშვებას, ნორმალური დემოკრატიული პროცესის აღდგენას, ირანთან ვაჭრობის შეზღუდვას და რუსეთისთვის სანქციების ავლაში, არ დახმარებას.
გამაოგნებელია, მაგრამ იმავე დღეს ამ ივანიშვილის მინისტრის რუსებთან მივლენილმა მოადგილემ, ზურაბაშვილმა, გამოგვიცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მთლიანად ჩაიშალა. ამის შემდეგ „ქოცების“ მესიჯები აიჭრა და სრულ პანიკაში არიან, იმ დონემდე, რომ რუსებს „დიფ-სტეიტთან“ კავშირს აბრალებენ.
ანუ ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე.
იმათ გასაგონად, ვინც დღემდე ივანიშვილზე იძახის „აბა, რა ქნას ამ კაცმაო“. მართლაც მეტი რაღა უნდა ქნას, ყველაფერი მოსპო. უნდა შევაჩეროთ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

























