არსებული ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე  მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფიზიკური დაპირისპირებისას ერთმანეთს სტადიონის ინვენტარს ესროდნენ, ასევე აზიანებდნენ სკამებს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდებათ.

თამაშის მსვლელობისას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება როგორც სტადიონზე, ასევე შენობის გარეთაც მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.

მომხდარი დაპირისპირების გამო მატჩი დროებით შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.