Venora Maison-მა L’Occitane-ის 50 წლის იუბილე აღნიშნა – ბრენდი საქართველოს ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხედავს

ფრანგული ბრენდის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად საქართველოში განსუთრებული საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. L’Occitane-ის საერთაშორისო გუნდი ქართულ ბაზარს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს.
კომპანია Venora Maison-მა საქართველოში ფრანგული ბრენდის L’Occitane-ის დაარსებიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო საღამოზე ბრენდის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, პროვანსული მემკვიდრეობა და ღირებულებები წარმოაჩინეს. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ბრენდის ადგილობრივ საქმიანობასა და მისი განვითარების პროცესზე..
1976 წელს საფრანგეთის პროვანსის რეგიონში დაწყებული მცირე ბიზნესი დღეს საერთაშორისო ბრენდად არის ჩამოყალიბებული და მსოფლიოს 90 ქვეყანაში, 3000-ზე მეტი მაღაზიიით არის წარმოდგენილი. საქართველოში L’Occitane-ის ოფიციალური წარმომადგენელია Venora Maison-ი.
ბრენდის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განხორციელებულ პროექტებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კომპანია Venora Maison-ის დამფუძნებელმა, L’Occitane-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ლიკა ლობჟანიძემ ისაუბრა:
„საქართველო ლოქსიტანისთვის ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა. არაერთი პროექტით, მათ შორის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალთან და წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალთან პარტნიორობით, ჩვენ არა მხოლოდ ბრენდის ღირებულებებს წარმოვაჩენთ, არამედ საქართველოს კულტურასაც ვუზიარებთ საერთაშორისო აუდიტორიას. ჩვენი პროექტები ხშირად ხვდება ე.წ. Best Case-ების ჩამონათვალში და სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო გამოცდილებად განიხილება. 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურას, შემოქმედებით ხედვასა და ლოქსიტანის იდენტობას გააერთიანებდა. სწორედ ასე გაჩნდა საიუბილეო ნახატისა და საქველმოქმედო ინიციატივის იდეა“.
ბრენდის 50 წლის იუბილე მისი საერთაშორისო გუნდისთვის საქართველოს ბაზრის მნიშვნელობისა და ადგილობრივი გუნდის საქმიანობის შეფასების შესაძლებლობაც გახდა. L’Occitane-ის წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ.
„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს, ძლიერ გუნდსა და მომხმარებლების ინტერესს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართული გუნდი ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს იზიარებს და ამავდროულად ინარჩუნებს L’Occitane-ის იდენტობას, პროვანსულ კულტურასა და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ბრენდი დაარსების დღიდან ეფუძნება“, — აღნიშნა L’OCCITANE EN PROVENCE-ის ექსპორტის მიმართულების გენერალურმა მენეჯერმა ედუარდ ეპინატმა.
საქართველოში ბრენდის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გალერია თბილისის მაღაზიისთვის TOP Door სტატუსის მინიჭება.
„L’Occitane-ისთვის საქართველოში განვლილი 50-წლიანი ისტორია თანამშრომლობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების საფუძველია. ბრენდი ადგილობრივი ბაზრის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის ახალი გამოცდილების შექმნასაც გეგმავს“, - აღნიშნა L’OCCITANE-ის ჯგუფის EMEA რეგიონის ექსპორტისა და B2B გაყიდვების მენეჯერმა მალგოჟატა პინტრანდმა.
ადგილობრივი გუნდის საქმიანობასა და მომსახურების სტანდარტს დადებითად აფასებს L’OCCITANE-ის ექსპორტის მიმართულების მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი ასტრიდ კირაკოსიც, რომელიც საქართველოს პირველად ესტუმრა.
„განსაკუთრებით მომეწონა, როგორ დააკავშირა ქართულმა გუნდმა ბრენდის ისტორია ხელოვნებასთან, ადგილობრივ კულტურასა და საქველმოქმედო მიზანთან. ეს L’Occitane-ის ღირებულებების ძალიან ბუნებრივი გამოხატულებაა. შთამბეჭდავია მაღაზიებში არსებული გარემო, მომსახურების მაღალი სტანდარტი და გუნდის პროფესიონალიზმი“, - აღნიშნა მან.
L’Occitane-ის საქართველოს გუნდის ინიციატივით, ბრენდის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქართველმა მხატვარმა და დიზაინერმა მაია ჯიმშელეიშვილმა ნამუშევარი „ოქროს საათი“ შექმნა. ნახატი ქალს ცხოვრების იმ ეტაპზე წარმოგვიდგენს, როდესაც ის გამოცდილებით მდიდარი, თავდაჯერებული და დახვეწილია, ხოლო ცხოვრება კიდევ უფრო ლამაზი და ფერადი. ნამუშევრის შექმნის შთაგონების წყარო პროვანსში მანქანით მოგზაურობა გახდა. მხატვარი გაეცნო გარემოს, სადაც L’Occitane-ის ისტორია დაიწყო, მის ბუნებას, ფერებსა და ლავანდის მინდვრებს.
ლიკა ლობჟანიძემ ის L’Occitane-ის დამფუძნებლის, ოლივიე ბოსანისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ საჩუქრად წარადგინა.

საიუბილეო პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი საქველქმოქმედო დატვირთვაც სძენს. ნახატის რეპროდუქცია ბრენდის სპეციალურ ყვითელ სასაჩუქრე ყუთებს ამშვენებს, რომელშიც L’Occitane-ის ოთხი საკულტო პროდუქტია გაერთიანებული. ლიმიტირებული ნაკრების გაყიდვიდან მიღებული თანხის 50% ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, IWA Georgia-ს გადაერიცხება.
„მოხარულები ვარ, რომ ეს გამორჩეული ფრანგული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით არის ცნობილი, საქართველოში წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. L’Occitane Georgia ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. განსაკუთრებით გვახარებს, რომ წელს ბრენდი ასეთი კრეატიული და საინტერესო პროექტით არის წარმოდგენილი. დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ ქალს შევუქმნით უკეთეს შესაძლებლობებსა და პირობებს“, - აღნიშნეს IWA Georgia-ს პრეზიდენტებმა სილვია მერამ და ოლგა გებალიმ.
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოლივიე კურტომ ბრენდის საქმიანობისა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული კულტურული კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ლოქსიტანი ფრანგული სტილისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ასე განსაკუთრებულად ზეიმობენ ლოქსიტანის იუბილეს და მეც ამ დღესასწაულის მონაწილე ვარ. სასიხარულოა იმის ნახვა, თუ როგორ უყვართ ფრანგული ლოქსიტანი საქართველოში. ეს საღამო და ქართული მხარის მიერ განხორციელებული პროექტი საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და კულტურული კავშირების კიდევ ერთი გამოხატულებაა“.
50 წლის იუბილეს ფარგლებში L’Occitane-მა 2026 წლის საახალწლო ლიმიტირებული კოლექცია და ადვენტ კალენდრებიც წარადგინა. კოლექცია ორ ახალ სურნელსა და ბრენდის პოპულარულ პროდუქტებს აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურნელებს, ტექსტურებსა და შეფუთვის დიზაინს.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავეხმაროთ ისეთი საჩუქრის შერჩევაში, რომელიც მის ადრესატს ნამდვილად გაახარებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სურნელებს, ტექსტურებსა და შეფუთვის დეტალებს, რაც საჩუქრის მიღებას კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს“, - აღნიშნა L’OCCITANE INTERNATIONAL-ის ექსპორტის მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელმა ვალენტინა კავალარომ.
Venora Maison-ი სილამაზისა და თავის მოვლის საერთაშორისო ბრენდების პორტფოლიოს აფართოებს. კომპანია წარმოადგენს L’Occitane-ს, Erborian-ს, Elemis-სა და Melvita-ს, ხოლო 2026 წლიდან საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში Sol de Janeiro-ს ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა.
L’Occitane-ის 50 წლის იუბილემ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოს ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობა და ადგილობრივი გუნდის როლი ბრენდის განვითარებაში.
საიუბილეო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ბრენდის პარტნიორები, მათ შორის პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე. მათ დადებითად შეაფასეს “ლოქსიტანთან” მრავალწლიანი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ბრენდის მხარდაჭერის მნიშვნელობას კულტურული პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო, L’Occitane-ის საერთაშორისო გუნდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესპარტნიორები და ბრენდის მეგობრები ესწრებოდნენ. საღამოს მასპინძლობდნენ გიორგი გასვიანი და ნინი ბადურაშვილი, საღამოს მუსიკალურ განწყობას კი ლიზა ბაგრატიონი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ქმნიდნენ. საიუბილეო საღამო საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

(R)





























