უკრაინული მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინული მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე განხორციელებული იერიშების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსებმა იერიში ზაპორიჟიეს ოლქის 49 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს.

ფედოროვის თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევების დროს 18 ავიადარტყმა განახორციელეს და 539 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენეს.