Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული

Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული

ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, ამერიკელმა სამხედროებმა დიდ ბრიტანეთში მდებარე ავიაბაზაზე ათეულობით დრონის მოსაგერიებლად დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგია გამოიყენეს.

ამასთან, წყაროების თქმით, ინციდენტის შემდეგ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს დრონების ფრაგმენტები არ აღმოუჩენიათ.

როგორც გამოცემა წერს, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან კავშირში ირანი იყოს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ინციდენტი 13 ნოემბერს, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მოხდა.

„ვითარება სწრაფად განიმუხტა და RAF Lakenheath-ი უსაფრთხოების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.