ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჩვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას გავაგრძელებთ

ჩვენ ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის პატივის მიგების გარეშე ვერ ჩაივლის“.

„ევროპული მომავლის დასაცავად ქართული წინააღმდეგობის ორი წელი. ჩვენ ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მათი გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას გავაგრძელებთ. საქართველო, ევროპა შენი სახლია!“, - წერს ლოპატკა X-ზე.