მედია - ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა

ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ToloNews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუნარის პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად მდებარე სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აფეთქდა.
როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქ ასადაბადში მოხდა.
ქუნარის პროვინციის პოლიციის პრესსპიკერის, ფარიდ დეჰკანის თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.

























