ნანუკა ჟორჟოლიანი - დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრათ: არ დაგვავიწყდა და მეტიც, დაგვემატა წყენაც და ბრაზიც! - აქ ვარ იმ შინაგანი ნიჰილიზმის დასაძლევადაც, რომელსაც საზოგადოებაშიც პერიოდულად ვხედავ

ნანუკა ჟორჟოლიანი - დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრათ: არ დაგვავიწყდა და მეტიც, დაგვემატა წყენაც და ბრაზიც! - აქ ვარ იმ შინაგანი ნიჰილიზმის დასაძლევადაც, რომელსაც საზოგადოებაშიც პერიოდულად ვხედავ

ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუთხრათ - არ დაგვავიწყდა და უფრო მეტიც, დაგვემატა წყენაც და ბრაზიც, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მისი თქმით, დღეს აქციაზე, პირველ რიგში, იმ შინაგანი ნიჰილიზმის დასაძლევად მივიდა, რომელსაც პერიოდულად საზოგადოებაშიც ხედავს.

„მე, მაგალითად, აქ მოვედი იმიტომ, რომ ხალხი დავინახო, ის ნიჰილიზმი, რომელიც პერიოდულად ყველას გვიტევს და მეც პერიოდულად მიტევს ხოლმე, დავძლიო - ჩემი ძალის აღმდგენი ხალხია. რომ ვხედავ, თითოეული მათგანი ძალას მაძლევს და მაგიტომ ვარ აქ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, პოლიტიკური პარტიები ძალიან მალე არ იარსებებენ და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ახალი დღის წესრიგი უნდა შედგეს. წინასწარი ვარაუდები რაც შეიძლება გვქონდეს, ერთი მხრივ, არის ის, რომ ადამიანები აკრძალონ პარტიებში, ან მეორე მხრივ- პარტიები. ჯერ კიდევ ტურბულენტური სიტუაციაა პოლიტიკაში და კიდევ უფრო მეტი მკაფიოობა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მერე. ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება, ვის მისცემენ გაგრძელების უფლებას და რა კონტურებით მისცემენ გაგრძელების უფლებას“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.