ანონსი 29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაში“ „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ყოველწლიური, საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მის: „ექსპო ჯორჯია“ (4,5,6-ე პავილიონები)
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ცხოველთა დამცველთა ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან „მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ჟლეტის შეწყვეტისა და მათ მკვლელთა დასჯის მოთხოვნით“ საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 593941942
29 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება.
საკონტაქტო: 599361977 ნინო კვირიკაშვილი

























