იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, გაკეთდა თუ არა ეს განცხადება ფხიზელ მდგომარეობაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა.
„აქ შეიძლება დაისვას კითხვა, ეს განცხადება ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა. არ ვიცი. საგარეო საქმეთა მინისტრისგან მსგავსი განცხადებების მოსმენა, სულ მცირე, უჩვეულოა”, - აღნიშნა უშაკოვმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი.
“სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა გვექნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთთან ერთად. ეს არის ჩვენი ფხიზელი ანალიზი”, - აღნიშნა ვადეფულმა.

























