ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სამოც წლამდე კაცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

























