თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6610 ლარის ნიშნულზე დაეცა.;;;;;;;;;;;;;;;;
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 2008 წლის 22 დეკემბერს მყიდველის სტატუსით მონაწილეობდა რვა კომერციული ბანკი და გამყიდველის სტატუსით საქართველოს ეროვნული ბანკი და ერთი კომერციული ბანკი. დაიდო ცხრა საბირჟო გარიგება, რომლის საერთო მოცულობამ 12 930 000 აშშ დოლარი შეადგინა.
საბირჟო ვაჭრობა დაიწყო კურსით: 1 აშშ დოლარი/1.6580 ლარი. უცხოურ ვალუტაზე კომერციული ბანკების მხრიდან თავდაპირველმა მოთხოვნამ 12 930 000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მიწოდებამ 50 000 აშშ დოლარი. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დღევანდელ ვაჭრობაზე მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდა შემდეგი კურსით – 1 აშშ დოლარი/1.6610 ლარი.
23 დეკემბრიდან ძალაში შევა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი/1.6610 ლარი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"