თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ #98-ე საჯარო სკოლაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა მერიის; პროექტის _ “თბილისი ჩემი სახლია” ფარგლებში გაიმართება.
სკოლაში 15 სხვადასხვა ეროვნების ბავშვს ეთნიკური უმცირესობის პედაგოგები ასწავლიან. საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ნაციონალურ ცეკვებს იცეკვებენ და ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. მერიის პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერება სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა მიერ შემუშავებულ მანიფესტს “თბილისი – მეგობრობის ქალაქი”.
მერიაში აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანიის “თბილისი ჩემი სახლია”-ს; წამოწყება ხელს შეუწყობს მულტიეთნიკური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, პოპულარიზაციასა და ეთნიკურ უმცირესობათა აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
;