;მე-11 კლასელი ოთარ მოზაიძე, რომელიც დღეს მსუბუქად დაიჭრა, არა სპორტული სკოლა ’’ოლიმპის’’, არამედ დიმიტრი ყიფიანის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეა.
;დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიქიას #10-ში მდებარე სპორტულ სკოლა “ოლიმპში’’ მე-11 კლასელი ოთარ მოზაიძე მსუბუქად დაიჭრა.
;“ინტერპრესნიუსს’’ დაუკავშირდა ’’ოლიმპის’’ სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქვილაძე და აცნობა, რომ ეს დეზინფორმაციაა.
;“ეს არის დეზინფორმაცია და სამწუხარო გაუგებრობა. ჯერ ერთი, ჩვენს სკოლაში საერთოდ არ არსებობს მე-11 კლასი, მეორეც; - სკოლას ჰყავს დაცვის სერიოზული სამსახური და მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა”, - აღნიშნა ჩიქვილაძემ.
;მისივე თქმით, ჯიქიას 10 ნომერში ფუნქციონირებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის კერძო სკოლა, სადაც აღნიშნულ ფაქტს ქონდა ადგილი.
;“მე თავად მივედი დღეს ამ სკოლაში და აღმოჩნდა, რომ სწორედ იქ ქონდა მცირე ინციდენტს ადგილი. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ მე-11 კლასის მოსწავლე ლურსმანს წამოეგო და სხეულის მცირე დაზიანება მიიღო. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტი გახდა დილით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის საფუძველი~, - აღნიშნა ჩიქვილაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მე-11 კლასელი ოთარ მოზაიძე დღეს ბასრი საგნით დაიჭრა.
;