საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეთა გვარების რიცხოვნობა დათვალა.
როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ჩვენს ქვეყანაში 40 ათასამდე სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ბერიძეა.;
გავრცელებული გვარების რიცხოვნობა და რიგითობა ასეთია: ბერიძე 22819; მამედოვი – მამედოვა 21694 ; კაპანაძე 16238 ; გელაშვილი 15478 ; ალიევი – ალიევა 14533; მაისურაძე 14186;; გიორგაძე 12188; ლომიძე 11164; წიკლაური 10801; კვარაცხელია 10095; ბოლქვაძე;; 9974; შენგელია - 9567; ნოზაძე;;;; 9559; ხუციშვილი 9530; აბულაძე;;; 8978; მიქელაძე;; 8421; ტაბატაძე;; 8110; მჭედლიშვილი 8024; გოგოლაძე; 7934; აბაშიძე 7652.
საინტერესია, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში შესული ყველაზე იშვიათი გვარები: ავგაროზაშვილი, ალმაზიშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი,; ზეცაშვილი,; ზურმუხტაშვილი,·კრიჭინაშვილი, ვარვარიძე,;; სურვილაძე,; შავთვალიშვილი,; უფროსაშვილი,·თევდორიკაშვილი,; ნამზითიშვილი,; ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი,;;;;;; სასურქინაშვილი, კვიტინი,; ღვლიღვაშვილი,; მონავარდიშვილი და წიწვიანიძე.
;
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"