საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი

დაბადების ადგილი ქ. პარიზი. 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში;

1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში;

1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი;

1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში;

1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი;

1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში;

1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი);

1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი);

1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი;

1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი;

1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი;

2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი;

2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

2006-2015წწ. საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010-2015წწ. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. არის პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზის" ლიდერი (2006წ); საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020).

საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს 2018 წელს.

ზურაბ ჯაფარიძე - გინდ მეზობელ ქვეყნებს შეადარე, გინდ წინა ხელისუფლებებს და „ოცნების“ წინა პრემიერ-პრეზიდენტებს, სურათი ნათელია - ამათი მაქსიმუმი არის ფონ დერ ლაიენის გვერდით შემთხვევითი ფოტოს წარმოჩენა თავისუფალ სამყაროსთან იზოლაციის გარღვევად
სალომე ზურაბიშვილი - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა ერთიანდება - დღევანდელი მდგომარეობა სცილდება პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი ტიპური აგენტია, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და ხალხს - რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ, ვიმართებით ხალხის მიერ
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს - აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთაზე - ეს უკვე არის სრულყოფილად გადასვლა ტერორის სახელმწიფოში
სალომე ზურაბიშვილი - მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება
კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე -  პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის?! - მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს
სალომე ზურაბიშვილი - რასაც დღეს ფარცხალაძე აკეთებს, არის მოღალატეობა, ის არის რუსი რომანოვი - მასზე კითხვები უნდა გაჩენილიყო ადრე, როდესაც გენერალური პროკურორი იყო
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება - ძალიან კარგია 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება, ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა - ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ
სალომე ზურაბიშვილი ულე მადისეს ესტონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ეს არის „აურზაური სალხინეთში“, შიდა უნდობლობის ბოლო ფურცელი, რეჟიმი პარანოიული გახდა
სალომე ზურაბიშვილი - ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს - რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენი იმედი გადის უკრაინის ბრძოლაზე
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში