პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი აირჩიეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ;

ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი.

2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას.

2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:

  • კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
  • გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
  • სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
  • სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
  • სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

შალვა პაპუაშვილი - თაღლითების გვერდით დგას „ალდე“, რომელიც არის ევროპული გაერთიანება, მისი ლიდერები გახლავთ კაია კალასი, მარტა კოსი, ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს - ველი პასუხს „ალდესგან“
შალვა პაპუაშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე - ეს არის აგრესიული, ფუნდამენტალისტური სექტა, რომელსაც სამყარო დაყოფილი აქვს თავისიანებად და სხვებად - სხვა რამ კი არ არის ფაშიზმი?!
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე - რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით
შალვა პაპუაშვილი - როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო - შერიგება ასე ხდება
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან ჩვენი ქვეყანა მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ
შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის წერილზე - ეს განცხადება დასტურია, რომ საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან, რომელსაც, სხვათა შორის, მხარს უჭერდნენ გარედან - რაც შეეხება შიგნით, ოპოზიციაში გარჩევებს, ეს ყველაფერი არის წარმოსახვითი
შალვა პაპუაშვილი - ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არათუ რამე დაემართა, შვილიც ეყოლა - ახლა ეკა გიგაურს აქვს დავალება, რომ დაიხსნას დიქტატორი, ის ამ ყველაფერში პაიკია, ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას
შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მომღერლის კონცერტი გაუქმდა და ვნახეთ, რომ ამ ადამიანის გამხნევება დაიწყეს, ვინც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი - გამოხმაურებები კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს აზრს და ადასტურებს, რომ საქმე მართლაც გვაქვს სექტასთან
შალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს
შალვა პაპუაშვილი - 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა იდენტობის შენარჩუნება
შალვა პაპუაშვილი - ALDE-ს წევრმა „ლელომ“, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო - ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება, ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
ვახუშტი მენაბდე - „ოცნებას“ სურს აჩვენოს, რომ უკმაყოფილო მხოლოდ რუსთაველზე მდგომი ადამიანები არიან, სხვა ყველა კი კმაყოფილია, საერთო უკმაყოფილების ჩაფარცხვას ცდილობს - თუ პროტესტის გასანადგურებლად სამართლებრივი გზები დასჭირდებათ, ამაზეც წავლენ
კახა კალაძე - როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“  პროტესტი შავ მაგიასთან შერწყმულ მოძრაობას დაუკავშირა, არ არის გამორიცხული, კანონგარეშედ გამოაცხადოს და აკრძალოს - სექტა კი სწორედ “ქართული ოცნებაა” ბიძინა ივანიშვილის ხელში
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში