საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრებს იორდანიის მეფე აბდულასთან.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება