საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
Другие новости на сегодня
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე

ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან.

„ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან და ამ ფონზე გარკვეული მცდელობაა, რომ გარედან დაეხმარონ ოპოზიციას კამპანიის წარმოებაში. ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება