ალეკო ელისაშვილი - ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია - საქართველოს ხელისუფლება დავალებებს პირდაპირ მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს

გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია - უნდა მოვიდეთ ის ხალხი, ვინც არა რუსების, არამედ ქართველი ერის დავალებებს შევასრულებთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დავალებებს პირდაპირ მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს.

„გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია, ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ და შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს დავალებებს, უნდა მოვიდეთ ის ხალხი, ვინც არა რუსების, არამედ ქართველი ერის დავალებებს შევასრულებთ. „ილიას გზა“ ჰქვია პროგრამას, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი თუ რა უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ესენია: 200 000 სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია, დასაქმებულებს ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურება და გზა ევროკავშირისკენ, ჩვენ ქვეყანა რუსულ ორბიტას უნდა მოვგლიჯოთ და ცივილიზებული სამყაროსკენ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა