კახა კალაძე - კანონი, რომელიც  ითვალისწინებს უცხოურ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს

ეს არის ფუჭი დროის ნაყვა, სხვა არაფერი იმიტომ, რომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს არის გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმდინარე “ბინძური კამპანიის” გაგრძელება.

“ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით. ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამ კანონის მოღებით, თითქოს, რუსეთში გავიღვიძებდით. ყველაფერი თქვეს ერთის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ვერანაირი პასუხი ვერ მოვიღეთ ჩვენ და მოსახლეობამ. ერთადერთი პასუხი, რაც პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს ჰქონდა ეს იყო - იმიტომ. ეს არის სამწუხარო რეალობა”,- განაცხადა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა