„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – „ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 41 მილიონამდე ლარი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

„აკაკი ალადაშვილი შპს “ტრანსპორტერის“ 10% წილის მფლობელია, 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია. შუღაროვი მართავს აკაკი ალადაშვილის 10% წილს და ფლობს სხვა კომპანიებსაც: შპს “მაუნთინ რეზორტ სოლუშანსს“ და შპს “ტრანსპორტერ ბაიკს“. აკაკი ალადაშვილს და სერგო შუღაროვის ბიზნესპარტნიორობა დასტურდება სხვა კომპანიებშიც: ისინი წილებს იყოფენ შპს “კროსროუდ ტრანსში“, შპს “ეკო ფერმაში“, შპს “მულტი ქონსთრაქშენ გრუფსა“ და შპს “ჯიესეი ქონსალთინგ გრუფში“. ორივე, აკაკი ალადაშვილი და სერგო შუღაროვი, მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან. კერძოდ, სერგო შუღაროვმა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო აკაკი ალადაშვილმა, 2021 წლის 13 ოქტომბერს - 40,000 ლარი “ქართულ ოცნებას“.

აკაკი ალადაშვილის და სერგო შუღაროვის კომპანიებმა: შპს “ტრანსპორტერი“, შპს “მაუნთინ რეზორტ სოლუშანსი“ და შპს “ტრანსპორტერ ბაიკი“ 2016-2024 წლებში 23,163,079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17,532,665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს. მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს. ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის.

შპს “ტრასნპორტერმა“ და შპს “ტრანსპორტერ ბაიკმა“, მათთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად ელექტრომობილები, კვადროციკლები, მოტოციკლეტები, საცელავი აპარატები, თოვლმავლები, მათი სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს, შპს “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა“ კი - სპეციალიზებული თოვლსატკეპნი ტექნიკა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო შპს “ემ თი ეია“ (ყოფილი “მთის კურორტების განვითარების კომპანია“).

ჯამში სამივე კომპანიამ, 2016 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან 40,695,744 ლარი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა