ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის

მოღალატეობრივი, სამარცხვინო განცხადება, - ასე შეაფასა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის პოლიტიკურ პასუხს აგებს.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, „შინდისის“ გმირებს, ათეულობით და ასეულობით ქართველ გმირს, რომელიც ღირსეულად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. „ქართული ოცნება“ არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოა დადანაშაულებული, ეს არის უზარმაზარი ბზარი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ის, რაც უნდა მოსკოვს-საქართველოს დანაწევრება, დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის. ამ პასუხს აგებს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის მართვა გააგრძელოს და ბღალოს ჩვენი გმირების სახელი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს დაანონსებულ აქციას, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდია ქართველ ხალხში აღშფოთება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი იმარჯვებს. არ შეიძლება ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა