ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა სამშობლოს წინააღმდეგ

გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს უკან, რუსეთისკენ და ტრაგედიებისკენ.

„გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ძმების სისხლი დავღვარეთ, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ერზე ეძალადა და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთ პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებს. საერთოდაც, ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როცა პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებ, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.

დღეს მერაბმა [დვალიშვილმა}, ისევე როგორც ფეხბურთელებმა და ოლიმპიელებმა, კვლავ დაამტკიცა, ჩვენ ვართ ღირსეული, წარმატებული ერი. ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და ჩვენს უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ერთადერთ გზაზე, რომელიც ამას მოგვიტანს (ეს არის ევროპული გზა), უარს არ ვიტყვით. სამაგიეროდ, უარს ვიტყვით ყველაფერზე, რაც ლახავს ჩვენს ღირსებას, რაც უკავშირდება წარსულს და განსაკუთრებით, მის გაყალბებას და რაც არ არის მომავალში.

ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვფიქრობთ, რომ უნდა ვისაუბროთ ჩვენს ღირსებაზე, წარმატებაზე, ბედნიერებაზე და მომავალზე. ბიძინა ივანიშვილი მიგვათრევს უკან, რუსეთისკენ და ჩვენი ტრაგედიებისკენ. ჩვენ არ ვართ ტრაგედიების ერი, ჩვენ გამარჯვებული და წარმატებული ერი ვართ. ჩვენ გვინდა ბედნიერების მოპოვება და მას მოვიპოვებთ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია