იყალთოს სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგს და სამომავლო გეგმებს; დღეს ადგილზე გაეცნობიან; ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი და ~ჯეოსელის~ გენერალური დირექტორი ოსმან თურანი.

;მონასტრის ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები. გამოვლენილია ბევრი საინტერესო არქეოლოგიური მასალა, (IX-X საუკუნეების საყოფაცხოვრებო ჭურჭლის და ფრესკების ფრაგმენტები.; არქიტექტურული შენობების ნაშთები. ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტები,; უძველესი მარანი). გარდა ამისა, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ყველაზე ავარიულ, ღვთაების ტაძარს (VIII-IX სს), რომლის საძირკველში რკინა-ბეტონოს ბალიში ჩაიდგა და გაკეთდა დამჭერი ქარგილები.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაობს მთლიანად კომპანია ~ჯეოსელი~ აფინანსებს.;

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, კახეთში, თელავის სიახლოვეს მდებარეობს,; ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ზენონმა დაარსა, რომლის წმინდა ნაწილებიც ტაძარში განისვენებს.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია სხვადასხვა დროს აგებული სამი ეკლესია: VI საუკუნის; სამება, ფერისცვალების ღვთაება და ყოვლაწმინდა.;

იქვე მდებარეობს იყალთოს აკადემია _ ქართული კულტურის და განათლების მნიშვნელოვანი კერა, რომელიც გელათის აკადემიასთან ერთად დავით აღმაშენებლის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის გვირგვინად მიიჩნევა. Aაკადემია არსენ იყალთოელის მიერ XI-XII საუკუნეებში დაარსდა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, აქ სწავლობდა და მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება