„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს

„ვისოლის” უპრეცედენტო გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში ჯუმბერ პავლიაშვილმა და ლუკა კეკელიძემ მოიგეს.

გათამაშება 1 მაისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით “ვისოლის“ ერთგულ მომხმარებელთან ერთად ჩამსხმელ-ოპერატორსაც აქვს საშუალება მოიგოს დარჩენილი 2 ცალი BMW X1, 2024, 16 ცალი IPhone 16 Pro, 8 ცალი მოგზაურობა ევროპაში (პრაღა, რომი, ბარსელობა, ბუდაპეშტი, პარიზი), 30 ცალი დასვენების ვაუჩერი საქართველოს პრემიალურ სასტუმროებში და 50, 100, 200 და 500 ქულა. („ვისოლის“ აპლიკაციაში 1 ქულა უდრის 1 ლარს).

„ვისოლს“ განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონომიურადაც საგრძნობი ყოფილიყო, 2023 წელს ლოიალობის სისტემაც შევქმენით და უპრეცედენტო გათამაშებაც დავიწყეთ. შესაბამისად, „ვისოლის“ აპლიკაციით უკვე მესამე წელია მომხმარებელს არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ოპერატორთან ერთად შეუძლიათ, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. თან მიმდინარე წელს 1000-ზე მეტი პრიზი გვაქვს“, - აცხადებს „ვისოლის“ მარკეტინგის დირექტორი ჯაბა ბოკუჩავა.

მომენტალური გათამაშების ფარგლებში „ვისოლის“ აპლიკაციით მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძენს, ისე ოპერატორს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და აპლიკაციის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბამისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ჰყავს.

„თანამშრომელთა მოტივაცია „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. მოხარული ვართ, რომ საწვავის ჩამსხმელ ოპერატორებს, რომლებიც ყველაზე რთულ, ცვალებად გარემოსა და ამინდში, ემსახურებიან ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს და „კეთილ მგზავრობას“ უსურვებენ მათ, საშუალება აქვთ თავადაც იყვნენ წამახალისებელი გათამაშების მონაწილენი. გამარჯვების სიხარულის გაზიარება ერთგულ მომხმარებელთან ერთად მათთვის ასე უფრო ემოციურია. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ძალისხმევა ახალი ადამიანური რესურსების მოზიდვასა და არსებული გუნდის წევრების მოტივირებაში დაგვეხმარება“ აცხადებს „ვისოლის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა ქერაშვილი.

უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციით დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი და მეტი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია