დეპუტატები ივლისის ხელფასიდან თანხებს ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვის გადარიცხავენ.
აღნიშნული წინადადება დეპუატეტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ შესთავაზა.
მისი თქმით, ეკლესიას აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დედა აშენებს.
“გზირიშვილის დედა ამაყობს, რომ საკუთარი შვილი სამშობლოს შეეწირა. პარლამენტის მხრიდანაც ორმაგი კეთილშობილება იქნება თანხის გაღება, ერთი მხრივ, ეკლესიის მშნებლობისთვის, რაც დიდი მადლია და, მეორე მხრივ, ეკლესიის მშენებლობისთვის, რომელიც იმ გმირების სულის მოსახსენიებლად შენდება, რომლებმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირეს”,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"