ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციონერებთან და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება კვირის ბოლოსთვის იქნება მიღებული.მისივე თქმით, უმცირესობას ფრაქციებთან შედარებით უფრო მეტი ბერკეტები აქვს და ისინი ამ ბერკეტების გამოყენებას აპირებენ.მიმდინარე მოწვევის პარლამენტში არსებული კონფიგურაციის შედეგად, უმცირესობის შექმნა უკვე 11 დეპუტატს შეუძლია. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციას ან მათდამი მიმხრობილ დეპუტატებს, თუ მათი რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების რაოდენობის ნახევარზე ერთით მეტია. უმრავლესობაში 119 დეპუტატია დაფიქსირებული, მათ გარეთ დარჩენილი დეპუტატების რაოდენობა კი 20-ს შეადგენს. პარლამენტში უმცირესობის შექმნას მიესალმება უმრავლსობაც, თუმცა როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ამ მოწვევის პარლამენტში ფრაქციებსაც გაეზარდათ ბერკეტები.უმცირესობის შექმნა წინა მოწვევის პარლამენტში ვერ მოხეხრდა. მაშინ უმცირესობის შესაქმნელად 54 დეპუტატი იყო საჭირო. ამ მოწვევის პარლამენტში კი, თავდაპირველად, უმცირესობა 16 დეპუტატს უნდა შეექმნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის 11 წარმომადგენელს უფლებამოსილებები შეუწყვიტეს, საჭირო რაოდენობა 11 –მდე შემცირდა.