ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6680 ლარის ნიშნულზე შენარჩუნდა

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6680 ლარის ნიშნულზე შენარჩუნდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის ბანკთა შორის სავალუტო ბირჟიდან აცნობეს, 2009 წლის 14 იანვრის ვაჭრობა დაიწყო კურსით 1 აშშ დოლარი 1,6680 ლარი. უცხოურ ვალუტაზე თავდაპირველ მოთხოვნამ და მიწოდებამ თანაბარი თანხა - 300 000 აშშ დოლარი შეადგინა. ვაჭრობაში გამყიდველის სტატუსით 1 კომერციული ბანკი, ხოლო მყიდველის სტატუსით 2 კომერციული ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობდნენ.;

სულ 3 საბირჟო გარიგება დაიდო, რომელთა საერთო მოცულობამ; 300 000 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათის ვაჭრობაზე; 150; 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

15 იანვრიდან ძალაში შევა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი/1.6680 ლარი.

;

;

;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში