ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებია დაწყებული, ჩვენი საუბარი საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობით უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ისრაელ-ირანისა და უკრაინა-რუსეთის ომის თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

საშინაო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ბარიერგადალახული 4 პოლიტიკური სუბიექტიდან 2 – „კოალიცია ცვლილებებისთვის და „ნაცმოძრაობა“ აცხადებენ რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.

არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ განცხადება გახარიამ და მისმა პარტია „საქართველოსთვის“ განაცხადა. ისინი აცხადებენ, რომ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ სხვა პარტიებმა ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერებმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ განცხადებები გააკეთეს, შემდეგ ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ გაერთიანებულ პარტიებს დისკუსია შესთავაზეს. ვხედავთ, რომ ამ თემაზე დისკუსია „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვერ ხერხდება.

ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემაზე როგორც მონაწილეების მომხრეებისგან, ისე მოწინააღმდეგეებისგან უამრავი არგუმენტი იქნა გამოთქმული.

იმ ვითარებაში, რომელშიც ზოგადადაა ჩვენში პოლიტიკური პროცესი რა უფრო იქნებოდა სწორი - ოპოზიციის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ, ბოიკოტის გამოცხადება?

- თქვენს მიერ დასმულ კითხვას მე შემდეგნაირად ვუპასუხებდი. ხელისუფლების შეცვლის სამად-სამი გზა არსებობს: არჩევნები, რევოლუცია ან სამხედრო გადატრიალება. ამასთან, ეს ეხება როგორც ავტოკრატიულ, ისე დემოკრატიულ საზოგადოებებს. ნუ დაგავიწყდებათ, მაგალითად, რომ საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკა სწორედ შარლ დე გოლის მიერ განხორციელებული გადატრიალების შედეგად დაფუძნდა. ოღონდ, როგორც პოლიტოლოგიაშია ცნობილი, თუ სახელმწიფო რეჟიმს მოსახლეობის 15%-ზე მეტი უჭერს მხარს, მაშინ გადატრიალების შემდეგ საზოგადოება სამხედრო ხუნტის ანაბარად რჩება. გარდა ამისა, გადატრიალების ან რევოლუციის მოსაწყობად შენ მხარეს შეიარაღებული ძალები უნდა გადმოიბირო.

ახლა, არჩევნების ბოიკოტი, როგორც პოლიტოლოგიური ტექნოლოგია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ იგი ცალსახად აჩვენებს სახელმწიფო მმართველობის არალეგიტიმურობას და ნიადაგს ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლისთვის ამზადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი გარემოებები საქართველოში არ არსებობს.

არჩევნების ბოიკოტი, როგორც პოლიტოლოგიური ტექნოლოგია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ იგი ცალსახად აჩვენებს სახელმწიფო მმართველობის არალეგიტიმურობას და ნიადაგს ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლისთვის ამზადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი გარემოებები საქართველოში არ არსებობს

თქვენი სააგენტოს მიერ გაჟღერებული ბოლო კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს და ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური პარტიაა. ასეთ ვითარებაში არჩევნების ბოიკოტის ლობირება, პირიქით, აძლევს ხელისუფლებას ქმედით პოლიტოლოგიურ იარაღს, რათა „ნაცმოძრაობას“, რომლის რეიტინგი ძალიან დაბალია, ექსტრემიზმის იარლიყი მიაკეროს.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება საქართველოში მსოფლიოსთვის სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, მოსწონს ეს დემოკრატიულ საზოგადოებას თუ არ მოსწონს, როგორც ევროკავშირი, ისევე აშშ იძულებულია დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღები დონით ითანამშრომლოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ამიტომ დასავლეთიდან ისმის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის აქტიური მონაწილეობისთვის მოწოდებები.

მე მეჩვენება, რომ აბსოლუტურად სწორია ბატონი გია ხუხაშვილის ანალიზი, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა 300 არაგველის გმირობასაც კი შეადარა.

თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ჯერ მხოლოდ გახარიას პარტიამ ცალსახად გამოაცხადა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ბატონი მამუკა ხაზარაძის სიტყვები: ცვლილებები თბილისიდან უნდა დავიწყოთო. იმისთვის, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, ოპოზიციამ ხელისუფლებას გაერთიანებული მუშტი უნდა დაახვედროს და მოსახლეობას ძალიან მკაფიოდ აუხსნას თუ როგორ აპირებს სახელმწიფოს მართვას.

იმისთვის, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, ოპოზიციამ ხელისუფლებას გაერთიანებული მუშტი უნდა დაახვედროს და მოსახლეობას მკაფიოდ აუხსნას თუ როგორ აპირებს სახელმწიფოს მართვას

რევანშიზმი მოსახლეობას მოჰბეზრდა. ბატონი გიორგი ვაშაძის უსაფუძვლო ლოზუნგები, რომ თქვენ, ივანიშვილის ნების შემსრულებლებო, ყველანი ციხეში აღმოჩნდებით, მისაღებია მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის, ეგრეთ წოდებული პარტიული აქტივისთვის. მოსახლეობის უმეტესობას კი სრულებით არ სურს, რომ ღმერთისგან ერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე მავანების პარტიულ ამბიციებს შესწიროს.

საუბედუროდ ვხედავთ, რომ ოპოზიციის გაერთიანება ილუზორული სურვილია. ქართულ პოლიტიკოსებს არა სამშობლო, არამედ თავისი ადგილი აღელვებთ სამშობლოში.

საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ოპოზიციის გაერთიანება ილუზორული სურვილია. ქართულ პოლიტიკოსებს არა სამშობლო, არამედ თავისი ადგილი აღელვებთ სამშობლოში

ქართულ პოლიტიკას ახალი თაობის მოსვლა ჭირდება. ეს კი, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ ხდება.

ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით მგონია, რომ ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა.

- ამ თემაზე სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომლის მიმართაც და მისი ცენტრის მიმართაც ნდობა საკმაოდ მაღალია, კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგები თბილისსა და რეგიონებში საკმაოდ განსხვავდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კვლევის თანახმად სახელისუფლებო გუნდს მაინცადა მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, გამოკითხულთა ხმები დაახლოებით 66-25%-ზე ნაწილდება ოპოზიციის სასარგებლოდ.

რეგიონებში ვითარება განსხვავებულია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. საგულისხმოა ისიც, რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს მონაცემები თბილისში საკმაოდ მაღალია, რეგიონებში საკმაოდ დაბალი.

ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლებას რისი უნდა ეშინოდეს თბილისში არჩევნების მოსაგებად ოპოზიციის კონსოლიდაციაა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონსოლიდაციას ვერ ახერხებს და როგორც ჩანს, ვერც მოახერხებს.

რადგან ყველაზე აქტუალური თემაა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე თბილისის მერობაც მოუგოს და საკრებულოს არჩევნები, კითხვას ასე დავსვამდი - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ თბილისში არჩევნები „ქართულ ოცნებას“ მოუგოს?

- ასე გიპასუხებთ: გააჩნია ვინ იქნება კახი კალაძის მთავარი ოპონენტი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად შესაძლებელია თბილისში არჩევნების მოგება, ოღონდ ერთი წინაპირობით: კახი კალაძეს უნდა დაუპირისპირდეს აპოლიტიკური, ყველასთვის ცნობადი, სკრუპულოზურად პატიოსანი, უაღრესად განათლებული, სუფთა ხელების მქონე ადამიანი, წარმოშობით თბილისელი.

დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად შესაძლებელია თბილისში არჩევნების მოგება, ოღონდ ერთი წინაპირობით: კახი კალაძეს უნდა დაუპირისპირდეს აპოლიტიკური, ყველასთვის ცნობადი, სკრუპულოზურად პატიოსანი, უაღრესად განათლებული, სუფთა ხელების მქონე ადამიანი, წარმოშობით თბილისელი

ეს კანდიდატი ოპოზიციის ან, სულ მცირე, ოპოზიციური აქტიორების უმრავლესობის, კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს. თუ ეს იქნება შესაძლებელი, მაშინ კახი კალაძის დამარცხებას წინ არაფერი დაუდგება. საკრებულოში „ქართული ოცნების“ დაძლევა გაცილებით უფრო მარტივია.

- მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და დიდ ქალაქს მოიგებს. სახელისუფლებო გუნდის ამგვარი რიტორიკა გასაკვირი სულაც არაა.

მაგრამ, გაუგებარია რეალურად უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა.

ეს ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი. თუნდაც იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ ეს უნდოდეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებს, როგორც მინიმუმ, ხარვეზიანი ბრალდებებითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით ციხეში არ გაუშვებდა.

თუმცა, პოლიტტექნოლოგიებში ჩახედული ხალხი არც იმას გამორიცხავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების ციხეში გამწესება მმართველი გუნდის ტაქტიკური სვლაც იყოს იმისთვის რომ არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის კონსოლიდაცია არ მოხდეს. დაჭერილი ლიდერების ფონზე როცა ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს, ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილში იწვევს პროტესტს.

ლოგიკით „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა უნდა აწყობდეს კიდეც, მაგრამ, რეალურად არც ის ჩანს, რომ მას ეს უნდა. ბევრი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის არჩევნებში არმონაწილეობით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ველზე უნდა გამოიყვანოს ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ფაქტია, რომ ასეთი პარტიები ბევრნიც კი არაინ, მაგრამ არც ისე ძლიერი და გავლენიანი. ასეა იმიტომ, რომ მათ ამ იდეებს დღეს „ქართული ოცნება“ თავად ახმოვანებს.

უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელომ“ და გახარიას „საქართველოსთვის“ მიიღოს მონაწილეობა? თუ არა, რატომ?

- ერთ წინმსწებ კომენტარს გავაკეთებ. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ადგილობრივი არჩევნების სუფთა პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ეს უფრო სოციალური, ვიდრე პოლიტიკური პროცესია და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალურ არჩევნებს ხშირად დამოუკიდებელი კანდიდატები იგებენ ხოლმე.

წნეხს ოპოზიციის წინააღმდეგ მე პრევენციულ ზომებად შევაფასებდი. „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა, თუ მას ბევრ მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი კანდიდატები და მოქალაქეთა ჯგუფური სიები დაუპირისპირდებოდა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ამაზე უნდა დადოს ფსონი

საქართველოში კი, სადაც ადგილობრივ არჩევნებს ერთიანი პოლიტიკისგან არ ასხვავებენ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა, რასაკვირველია, აწყობს, თუნდაც გარე პოლიტიკური იმიჯის შესაქმნელად.

წნეხს ოპოზიციის წინააღმდეგ მე პრევენციულ ზომებად შევაფასებდი. „ქართული უცნება“ გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა, თუ მას ბევრ მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი კანდიდატები და მოქალაქეთა ჯგუფური სიები დაუპირისპირდებოდა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ამაზე უნდა დადოს ფსონი.

- როცა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში არ შევიდა, მაგრამ სიები არ ჩაუხსნია, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გახარიას პარტია პარლამენტში შევიდოდა.

ეს პარტია ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ კი გაწევრიანდა, მაგრამ, მასში მონაწილეობა პირადად გახარიას არასდროს მიუღია. მისი წარმომადგენელი კი დადიოდა ხოლმე. ვხედავდით, რომ გიორგი გახარია, თუ შეიძლება ასე თქვას, თავის თამაშს თამაშობდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატმა სამხარაძემ ბათუმის სასტუმროს ფოიეში იგი სცემა, ცხადი გახდა, რომ გახარიასა და მისი პარტიის პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებას“ არ სურდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კი მივიდა, მაგრამ, ვნახეთ, რომ პროკურატურამ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გამო მასზე გამოძიება დაიწყო.

საქმეში ჩახედული ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გასხნა სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იყო, რომ ოსების მშვიდობიანად შესაკავაბლად. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ საკითხზე რას ამბობენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები.

ამ მოვლენათა ფონზე ვხედავთ, რომ მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გააუქმა, რომლის თავმჯდომარე ექს-შს მინისტრი გომელაური იყო. ითქვა, რომ საბჭოს უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა გიორგი გახარიას თავს ხდება? რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და გახარიასადმი დამოკიდებულებით რას ეუბნება ხელისუფლება საზოგადოებას?

უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელომ“ და გახარიას „საქართველოსთვის“ მიიღოს მონაწილეობა? თუ არა, რატომ?

- ერთ წინმსწრებ კომენტარს გავაკეთებ. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ადგილობრივი არჩევნების სუფთა პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ეს უფრო სოციალური, ვიდრე პოლიტიკური პროცესია და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალურ არჩევნებს ხშირად დამოუკიდებელი კანდიდატები იგებენ ხოლმე.

სასაცილოდ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ გიორგი გახარიას ქმედებების შესახებ არაფერი იცოდა. საქართველოში ძალიან ცოტა რამ ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა არ იცის. ეს ქალბატონმა ცქიტიშვილმაც დაადასტურა

საქართველოში კი, სადაც ადგილობრივ არჩევნებს ერთიანი პოლიტიკისგან არ ასხვავებენ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა, რასაკვირველია, აწყობს, თუნდაც გარე პოლიტიკური იმიჯის შესაქმნელად.

წნეხს ოპოზიციის წინააღმდეგ მე პრევენციულ ზომებად შევაფასებდი. „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა, თუ მას ბევრ მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი კანდიდატები და მოქალაქეთა ჯგუფური სიები დაუპირისპირდებოდა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ამაზე უნდა დადოს ფსონი.

- როცა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში არ შევიდა, მაგრამ სიები არ ჩაუხსნია, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გახარიას პარტია პარლამენტში შევიდოდა.

ეს პარტია ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ კი გაწევრიანდა, მაგრამ, მასში მონაწილეობა პირადად გახარიას არასდროს მიუღია. მისი წარმომადგენელი კი დადიოდა ხოლმე. ვხედავდით, რომ გიორგი გახარია, თუ შეიძლება ასე თქვას, თავის თამაშს თამაშობდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატმა სამხარაძემ ბათუმის სასტუმროს ფოიეში იგი სცემა, ცხადი გახდა, რომ გახარიასა და მისი პარტიის პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებას“ არ სურდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კი მივიდა, მაგრამ, ვნახეთ, რომ პროკურატურამ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გამო მასზე გამოძიება დაიწყო.

საქმეში ჩახედული ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იყო, რომ ოსების მშვიდობიანად შესაკავებლად. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ საკითხზე რას ამბობენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები.

ამ მოვლენათა ფონზე ვხედავთ, რომ მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გააუქმა, რომლის თავმჯდომარე ექს-შს მინისტრი გომელაური იყო. ითქვა, რომ საბჭოს უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა გიორგი გახარიას თავს ხდება? რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და გახარიასადმი დამოკიდებულებით რას ეუბნება ხელისუფლება საზოგადოებას?

- მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას გიორგი გახარიას რიდი აქვს, და ამიტომ მას ავიწროებს, თუ, რასაკვირველია, ორმაგ თამაშს არ თამაშობს.

ჩორჩანაში კი ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ამ ინციდენტის შესახებ პროფესიულ ინფორმაციას არ ვფლობ. ისე კი, სასაცილოდ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ გიორგი გახარიას ქმედებების შესახებ არაფერი იცოდა. საქართველოში ძალიან ცოტა რამ ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა არ იცის. ეს ქალბატონმა ცქიტიშვილმაც დაადასტურა.

ისრაელსა და ირანს შორის პარიტეტის დარღვევამ არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო დონის კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს და თუ კონფლიქტი სწრაფად არ მოგვარდა, მაშინ აშშ-მ თავისი თავი მეორე ვიეტნამისეულ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაითრიოს

ახლა ერთი რამ მითხარით: თუ გიორგი გახარიამ თვითნებობა და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მაშინ პრემიერ მინისტრად რატომ დააწინაურეს?

საბავშვო ბაღია, ეს ყველაფერი.

- როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომზე აუცილებლად ვისაუბრებდით.

13 ივნისს ირანზე ისრაელის დაწყებული საჰაერო შეტევები და წერტილოვანი დარტყმები გრძელდება. ვხედავთ, რომ ირანი უპასუხებს. სამხედრო იარაღი ერთსაც ბევრი აქვს და მეორესაც და როგორც ჩანს, ეს ომი კიდევ გაგრძელდება.

ისრაელ-ირანის შორის ომთან დაკავშირებით ინფორმაციები მრავლად კი ვრცელდება, მაგრამ, მოვლენათა დინამიკა საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი“

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას რაც ახლა ისრაელ-ირანს შორის ხდება?

- ძალიან სახიფათოა ისრაელ-ირანის დაპირისპირება: ორივენი ხომ ერთმანეთს მოსისხლე მტრად აღიქვამენ. აშშ-ს წინა ადმინისტრაციებმა მოახერხეს ამ ორ ქვეყანას შორის მეტასტაბილური ბალანსის შენარჩუნება, პრეზიდენტ ტრამპმა კი მიზანმიმართულად ისრაელს ამოუდგა მხარში ბევრი მიზეზის, მათ შორის - პირადი განწყობების, გამო.

ისრაელსა და ირანს შორის პარიტეტის დარღვევამ არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო დონის კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს და თუ კონფლიქტი სწრაფად არ მოგვარდა, მაშინ აშშ-მ თავისი თავი მეორე ვიეტნამისეულ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაითრიოს.

ისრაელ-ირანის კონფლიქტი დიდწილად ტრამპის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების წარუმატებლობით იყო წაქეზებული: ტრამპმა ყურადღება სხვა პრობლემაზე გადაიტანა

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ახლა ისრაელ-ირანის ომთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური თემაა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული საკითხი იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა თუ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში შუამავლის როლს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აიღებს.

G7-ის შეხვედრაზე რუსეთის მოუწვევლობის შესახებ ტრამპის კრიტიკული შენიშვნები იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი აგრძელებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საშუალებებით პუტინის გზავნილების ტირაჟირებას.

ამას ახლა ისიც ემატება, რომ თან ყველაზე განხილვადი თემა გახდა, მისცემს თუ არა აშშ ისრაელს იმ იარაღს, რომლითაც საბოლოოდ უნდა განადგურდეს ირანის მიწის სიღრმეში არსებული ბირთვული ლაბორატორიები. როგორც ირკვევა, ამ იარაღს ნეთანიაჰუ ტრამპს მისი წინა მმართველობისას სთხოვდა. შემდეგ კი ბაიდენს.

თუ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიზანი ირანის ბირთვული ლაბორატორიებისა და ირანული ბირთვული პროექტის განადგურება იყო, ტრამპმა ისრაელის მიერ მოთხოვნილი იარაღი უნდა მისცეს.

ვნახეთ რა მოხდა G7 -ის შეხვედრაზე - ტრამპმა დროზე ადრე დატოვა G7-ის სამიტი. მიზეზად უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევისთვის დალოდება დაასახელა. იმავე მიზეზით თქვა რომ რუსეთს ახალ სანქციებს ვერ დავუწესებო.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ რუსეთთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკას, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინის მიერ მოთხოვნილი იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს?

- პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა იმპულსური, არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია. იგი ხან აცხადებს, რომ რუსეთს დამახრჩობელ სანქციებს დაუწესებს, ხან ამ სანქციებზე უარს ამბობს, ხან დასძენს, რომ რუსეთის გარიცხვა G8-ს შემადგენლობიდან შეცდომა იყო, პუტინს ხან ტერორისტად შერაცხავს, ხან კი მსოფლიო ლიდერად. პრეზიდენტი ტრამპი მომენტის ტაქტიკოსია და არა სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსი.

ისიც მეჩვენება, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი დიდწილად ტრამპის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების წარუმატებლობით იყო წაქეზებული: ტრამპმა ყურადღება სხვა პრობლემაზე გადაიტანა.

ასეთ ვითარებაში გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უკრაინას თვისობრივად უფრო ღრმა დახმარება უნდა გაუწიონ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს