~სტუდენტურ პროექტ დიდი პერსპექტივის“ ფარგლებში საერთაშორისო პროექტის - ~საერთაშორისო ეტალონის” მონაწილეებს შეხვდება. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ თსუ-დან აცნობეს, უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუდენტები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, აშშ-დან, აგრეთვე, კონკურსის შედეგად შერჩეულ სტუდენტები საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლიდან. ~სტუდენტური პროექტი- დიდი პერსპექტივა~ საერთაშორისო მნიშვნელობის ეროვნულ მედია-პროექტია და ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის წარმატებულ სტუდენტებს მასპინძლობს. პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პატრონაჟით ხორციელდება.პროექტის სტრატეგიული პარტნიორები არიან ~საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი~, თბილისის საკრებულო, დედაქალაქის მერია, უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო.