სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააზღვევენ

სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააზღვევენ.

;შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალური სახელმწიფო პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

;სადაზღვევო ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს, ამბულატორიულ და გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას, ქიმიოთერაპიის დ სხივური თერაპიის ხარჯებს, საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას, ესთეტიკურ ქირურგიას, ქრონიკული ინფექციური დაავადებების მკურნალობას, ტრანსპლანტაციის ხარჯებს და სხვა.

;;;;;;; სადაზღვევო ვაუჩერის განაღდება ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების; ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ, იმ კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, რომელთანაც ვაუჩერის სანაცვლოდ; სადაზღვევო ხელშეკრულება იდება.

;პროგრამის ბიუჯეტი 2009 წლის 31 დეკემბრამდე 50 ათასი ლარით განისაზღვრა.

;