ზაურ ცხადაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონს ზაურ ცხადაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს 30 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე.

პროკურატურა შუამდგომლობაში ასაბუთებდა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლიდა გამოძიებას. ცხადაძე ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე. დაცვის მხარის მტკიცებით კი, ცხადაძე თავს დამნაშავედ სრულად ცნობდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული იყო მოწმეებზე ზეწოლა.

როგორც ადვოკატმა გიორგი ხარაბაძემ განაცხადა, თითქმის მთელი წრე მოწმეების დაკითხულია. ამასთან, დაკავებულია დამნაშავე ჯგუფის სხვა წევრები და მათ მიმართ გამოყენებულიც არის აღმკვეთი ღონისძიება. შესაბამისად ცხადაძის თავისუფლებაში ყოფნა საქმეში მონაწილე სხვა პირებზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული არის ავად. მას შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადებები აქვს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო, მისი მტკიცებით, გირაოს შეფარდება, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება არ მოხდა.

როგორც პროკურორებმა განაცხადეს, ზაურ ცხადაძე არის ბრალდებული თაღლითობაში. კერძოდ მან დანაშაულებრივი გზით 2009 წლი აგვისტო-სექტემბერში, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 551 ათას ლარს, თაღლითური გზით მიითვისა 87 ათას ლარად. ის გაურიგდა თბილისის მერიის თანამშრომლებს და ამ გზით ჩაიგდო ხელში იაფად ქონება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიის თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. თავად ზაურ ცხადაძე კი 21 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს