თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“; სკოლის დირექტორმა, თამარ მალაზონიამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იმუშავეს ექსპერტებმა და აიღეს სინჯები. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, დირექტორის თქმით, ჯერ მისი ვინაობა დადგენილი არ არის და გამოძიების პროცესში გაირკვევა.
„ჩვენი ვარაუდით, ცრემლსადენი გაზი გაუშვა უფროსკლასელმა, რომელსაც გაკვეთილების ჩაშლა სურდა“,-განაცხადა მალაზონიამ.
რაც შეეხება მოწამლული ბავშვების მდგომარეობას, დირექტორის თქმით, ყველა მათგანი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს და კარგად არიან.
კლინიკაში გადაყვანილ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ ცრემლდენა, ყელის წვა და თავის ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმებმა დაასკვენს, რომ სკოლაში ბავშვების მიერ გამოყენებული იყო ცრემლსადენი აირი.
25-მდე მოსწავლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა დახმარება და მათი გადაყვანა სტაციონარში საჭირო აღარ იყო.
შემთხვევა 62-ე სკოლაში დღეს დილით მოხდა. სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"