თბილისის #62-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ დილიდან, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
;როგორც ~ინტერპრესნიუსს~; სკოლის დირექტორმა თამარ მალაზონიამ განუცხადა, სკოლაში სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, იმუშავეს ექსპერტებმა და აიღეს სინჯები, ამჟამად კი არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.
;მისივე ინფორმაციით, სკოლაში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, დირექტორის თქმით, ჯერ მისი ვინაობა დადგენილი არ არის და გამოძიების პროცესში გაირკვევა.
;„ჩვენი ვარაუდით, ცრემლსადენი გაზი გაუშვა უფროსკლასელმა, რომელსაც გაკვეთილების ჩაშლა სურდა“,-განაცხადა მალაზონიამ.
;რაც შეეხება მოწამლული ბავშვების მდგომარეობას, დირექტორის თქმით, ყველა მათგანი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
;კლინიკაში გადაყვანილ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ ცრემლდენა, ყელის წვა და თავის ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმებმა დაასკვენს, რომ სკოლაში ბავშვების მიერ გამოყენებული იყო ცრემლსადენი აირი. 25-მდე მოსწავლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და მათი სტაციონარში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.
;შემთხვევა #62-ე სკოლაში დღეს დილით მოხდა.