ბელორუსის საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის ნებართვა მიიღო
ბელორუსის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას გეგმავს.
როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დელეგაციამ ოფიციალური ნებართვა ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან. ქართულმა მხარემ დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა მისცა.
ამასთანავე, ცნობილია, რომ ბელორუსის პარლამენტის ერთი ჯგუფი აყენებს საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვის შესახებ.
საქართველოს საგარეო პოლტიკურ უწყებაში აცხადებენ, რომ ბელორუსთან, ისევე როგორც სხვა მოკავშირე სახელმწიფოებთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად.
მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე მიიჩნევს, რომ ბელორუსი თავად ხედავს, რომ აშკარა უსამართლობას ააქვს ადგილი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება თავად ბელორუსის ინტერესებში არ შედის.
;თუმცა, კალანადძის თქმით, რუსეთის მხრიდან არის სერიოზული ზეწოლა ბელორუსზე, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებზე, სადაც რუსეთს ხელი მიუწვდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, არ გაასწრებს მოვლენებს და არ გააკეთებს კომენტარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბელორუსის მხრიდან აღიარების შესაძლებლობის თაობაზე.
"დაველოდებით, თუ როგორ განვითერდება ბელორუსის პარლამენტში მოვლენები",- აღნიშნა კალანდაძემ.
;

























