პარლამენტში დეკრეტული შვებულებების თანხების გაცემის შეფერხებაზე განმარტებას ითხოვენ
პარლამენტში დეკრეტული შვებულებების თანხების გაცემის შეფერხებაზე განმარტებას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ‘’ქრისტიან-დემოკრატმა’’ მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართა.
მისი თქმით, რამდენიმე თვეა, რაც დეკრეტში მყოფ ქალბატონებს თანხები არ მიუღიათ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფო; დაინტერესებული; უნდა იყოს ახლადშექმნილი ოჯახების პრობლემების შემსუბუქებით და არა პირიქით.
ანიკაშვილს ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელიც გამოეხმაურა და ინფორმაცია დაადასტურა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ; ასეთი პრობლემა პარლამენტის აპარატში მომუშავე ორსულ ქალბატონებს არ შექმნიათ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საორგანიზაციო დეპარტამენტს დაავალა, რომ სადეპუტატო კითხვა სადეკრეტო თანხებთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის მინისტრს გაუგზავნოს.

























